თბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა „რეგიონულ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული. "პაციენტი მოყვანილი იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის და ჰემორალური შოკის დიაგნოზით. ჩაუტარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, იყო ასევე კუჭის გამჭოლი ჭრილობა, ასევე იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა. გაიკერა კუჭი, პანკრეასი და დაზიანებული სხვა ორგანო. შეჩერდა სისხლდენა. სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა. მძიმეა მდგომარეობა პაციენტის, გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ლექსო ლაგვილავამრა ვითარებაში დაჭრეს მოზარდი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.