04:50
27 იანვარი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის ღირებულება შემცირდა - როდიდან შევა ძალაში ახალი ტარიფები
26-12-2018

თბილისსა და რეგიონებში  ბუნებრივი აირის ღირებულება შემცირდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ დღეს ყაზტრანსგაზის, საქორგაზისა და სოკარ ჯორჯია გაზის აბონენტებისთვის ახალი ტარიფები დაადგინა.  სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი კომპონენტი, რამაც უწყებას სამომხმარებლო ტარიფების უმნიშვნელოდ შემცირების შესაძლებლოა მისცა, სახელმწიფოს მიერ შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირებაა.

სპეციალისტების განმარტებით, მარეგულირებელმა კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათი განმარტებით, ტარიფების უმნიშვნელო შემცირებით კომპანიებს ოპერირების პრობლემა არ შეექმნებათ. მოსახლეობას კი გაზის ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვება.

მარეგულირებელი კომიისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სოკარ ჯორჯია გაზში. კომპანიაში აცხადებენ რომ სემეკთან პრინციპული შენიშვნები აქვთ და არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდეს.

ცნობისთვის,  თბილისში ერთი კუბური მეტრის ღიორებულება 0.014 თეთრით შემცირდა და  46. 139 თეთრი  შეადგინა. რეგიონებში კი სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფმა  0.011 თეთრით დაიკო და 56.929 თეთრი გახდა. ახალი ტარიფები 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები