თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება 152 მილიონ 800 ათასი დოლარი დაჯდება.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია დორნიერ კონსალტინგ ინტერნეიშენალმა მოამზადა. დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის ლოგისტიკური ცენტრი და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80 მილიონ 300 ათას დოლარს, ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება კი 72 მილიონ 500 ათას დოლარს.