თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება - Palitra News

თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება

2020-10-16 09:02:31+04:00

თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაახმოვანა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ.