06:11
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება
10-10-2019

თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს  -  კომპანია  "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საუბარია სტუდია მონიტორის მიერ რადიო თავისუფლების საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დეტალურად განუმარტავს  "ჯი ვი პი"-ის მიერ ზედაპირული წყლებიდან  ნედლი წყლის მოპოვების და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესს. კერძოდ, წყლის მოპოვების პროცესი სამ  ძირითად ეტაპს მოიცავს - პირველ ეტაპზე, კომპანია, ნედლ წყალს მოიპოვებს მდინარე არაგვიდან, ბულაჩაურის, ნატახტრის, მისაქციელის წყალშემკრები აუზებიდან და თბილისის წყალსაცავიდან (თბილისის ზღვიდან). თბილისის წყალსაცავის შემთხვევაში ნედლი წყლის წყალაღება ხდება ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცულ ტერიტორიაზე, 10 მეტრის სიღრმიდან.

AutoPlay
ქართულ პოლიგრაფიულ ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობები ჩნდება - "კოლორ ჯგუფი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
06-12-2019
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები გაფართოვდა
06-12-2019
საქართველოში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა შემცირდა?! - რამდენი ადამიანი იხდის ბიუჯეტში იჯარის 5%-ს
06-12-2019
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019
ოკრა და პეპინო - მომავალი წლიდან საქართველოში ახალი ეგზოტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყება
06-12-2019
25%-იანი გაძვირება - ნოემბერში ყავის ფასი რეკორდულად გაიზარდა
06-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები