„თბილისობა 2019“-თან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები უკვე დაიწყო. საზეიმო ღონისძიებებისთვის შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. რიყეზე საბავშვო კონცერტი მიმდინარეობს. რიყეზე თბილისის მოსახლეობას და სტუმრებს საშუალება აქვთ ქართული კერძები დააგემოვნონ და ხელნაკეთი ნივთები შეიძინონ. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენაა. თბილისობის“ წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.