"თბილისობა 2019" 5-6 ოქტომბერს გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა "თბილისობა 2019"-ის პროგრამით გათვალისწინებული საზეიმო აქტივობები ჩამოთვალა და დაინტერესებული პირები ღონისძიებებზე დასასწრებად მიიწვია. მისივე თქმით, თბილისობის ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის: 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - "მე ვარ თბილისი".