"თბილისობა 2017”-ის ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. საზეიმო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი რიყის პარკში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე, ლეღვთახევში და მეტეხის ხიდზეა წარმოდგენილი. როგორც დავით ნარმანიამ განახლებულ აღმაშენებელზე ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი ”თბილისობა” სიახლეებით გამორჩეულია. მისივე თქმით, შემაჯამებელი ღონისძიება - გალა კონცერტი აბანოთუბანში გაიმართება, რომელიც წელს პირველად ძალიან საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი."თბილისობა 2017" წელს 7-8 ოქტომბერს აღინიშნება. ორდღიანი ზეიმი თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებით დასრულდება.