თბილისმა საქართველოს მთავარ კრიპტოღონისძიებას - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018-ს უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებმა კომპლექსური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში არსებულ კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე. კონფერენციაზე მთავარი განსახილველი თემები იყო: "მაინინგის თავისებურებები", "ბლოკჩეინი" ბიზნესისთვის, "ბლოკჩეინის" პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში; კრიპტოვალუტებისა და "ბლოკჩეინის" რეგულაცია; ასევე ინვესტიცია, მარკეტინგი და ტენდენციებიღონისძიებაზე დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნენ, თუ როგორ მიიღონ მოგება კრიპტოვალუტებიდან და "მაინინგ" ფერმის გახსნისას. ასევე იპოვონ პარტნიორები, წარმოაჩინონ საკუთარი კომპანია და მოიზიდონ ახალი კლიენტები.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 300-მდე დამსწრემ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კომპანია Smile-Expo, რომელიც "ბლოკჩეინ" ღონისძიებებს მსოფლიოს 20 ქვეყანაში მასპინძლობს.