თბილისმა საქართველო -ჩინეთის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა 2 ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომოკური ურთიერთობის ხელშწეყობა და ამ მიზნით, საერთო აქტივობების განხორციელება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, მაქსიმალური გამოყენების აუცილებლობას და საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ისეთ სფეროებში, რომელთა საექსპორტო პოტენციალი მაღალია. ფორუმს 50-მდე დელეგატი ეწრებოდა ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტო ნაწილები, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ჩინეთის სავაჭრო პროდუქციის მე-12 საერთაშორისო გამოფენა.
ჩინური მხარის წარმოამდგენლებმა ასევე ისაუბრეს ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მათივე თქმით, ყურადღება მიექცევა აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს ჩართულობის აქტუალობას.
საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები მასშტაბურად იზრდება. განსაკუთრებოთ ბოლო პერიოდში, საქართველომ და ჩინეთმა ათეულობით ორმხრივი შეთანხმების აქტს მოაწერეს ხელი . ამ ეტაპისთვის ჩინეთი საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორად რჩება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება ქართული ღვინის. სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტი