თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები გამოიტანეს. როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეებზე ჩაატარა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შეისწავლეს საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, რის შედეგადაც მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.