თბილისის მერიასთან გენგეგმით დაზარალებული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეებმა, მშენებლობის ნებართვების მოთხოვნით, აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ აღნიშნული მიწის ნაკვეთები რამდენიმე ათეული წელია მათ საკუთრებაშია, თუმცა მშენებლობის უფლებას არ აძლევენ. მათივე თქმით,აღნიშნულ საკითხზე, მათი წარმომადგენელი თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვიქტორ წილოსანს ხვდება.