შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1984 -ს და 1973 წელს დაბადებული ორი პირი - ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი თბილისის ზღვის ჰოსპიტალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარის მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.