თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა. ბექა კვიციანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული ბექა კვიციანი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია. თბილისის ზღვაზე 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს.
მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღჯენიშნებოდა.