თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაკვეთილების შემდეგ სამი თანაკლასელი საბანაოდ წავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.