თბილისის ცირკის შენობა აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს - შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია. ქონება რამდენიმე კვირაა, რაც იყიდება და ამ ეტაპზე შეთავაზებები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში იგზავნება. როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს "ცირკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვილია. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.