ბროკერების ცნობით, თბილისის ცირკის შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს“.მათივე განმარტებით, აღნიშნული ქონება რამდენიმე კვირაა რაც იყიდება და ამ ეტაპზე შეთავაზებები იგზავნება, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.მათივე ცნობით, აქტივზე არსებობს ბიზნესგეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „ცირკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვილია.