თბილისის ცენტრში ლომბარდი დააყაჩაღეს. მძარცველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. მან ლომბარდი ელბაქიძის ქუჩაზე დააყაჩაღა, რის შემდეგაც მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა სწორეედ ამ დროს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 179-ე, ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.