გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს. აღნიშნული სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს. კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი/კადასტრი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.