თბილისის თამბაქოს იურისტი იმპორტიორ კომპანიებს არასამართლიან კონკურენციაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, უმსხვილესმა იმპორტიორმა, ფილიპ მორისმა 2013 წლიდან სიგარეტების რეალიზაცია თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად დაიწყო. რამაც ქართული წარმოების წილი მნიშვნელოვნად შეამცირა. გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, იმპორტიორი კომპანიების მიერ დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა "თბილისის თამბაქო" 92 მილიონი ლარით აზარალა.