თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. ამასთან, მათივე ცნობით, დაიკლო ასევე ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ.
კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის 1-21 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და -14% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.
მათივე მონაცემებით, 1-17 ივნისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა და 12%-ს უტოლდება.