კომპანია გალტ ენდ ტაგარტის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის თანახმად, თბილისში მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი ფასებით რედისონ ბლუ ივერია და ბილტმორი გამოირჩევიან.კომპანიის მონაცემებით, აღნიშნულ სასტუმროებში ფასები საშუალოდ 637 ლარიდან 775 ლარამდე მერყეობს ივლისისა და აგვისტოს თვეებში.
საშუალო კლასის საერთაშორისი ბრენდული სასტუმროების სეგმენტში ფასები 271 ლარიდან 501 ლარამდე მერყეობს. აღნიშნულ სეგმენტში ყველაზე მაღალი ფასები ჰოლიდეი ინსა და ქორთიარდ მარიოტს აქვთ.