თბილისის საკრებულოს წინ ცხოველთა უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბოლო დროს ცხოველთა მიმართ გამოვლენილ გახშირებულ სისასტიკეს აპროტესტებენ და ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვენ.