თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დავით უჯმაჯურიძე 51 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.