თბილისის საკრებულოს სხდომა დღეს ბოიკოტის ფონზე ჩაივლის. ოპოზიცია "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და საკრებულოს განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. მათი თქმით, უმრავლესობის წევრების მხრიდან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება არ ხდება, რაც ერთპიროვნულ მმართველობას ადასტურებს.
დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კულტურული დაწესებულებების თანამშრომლებს ხელფასების გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელებენ.