თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, ცეცხლი საკრებულოს შენობის უკანა მხარეს, გადახურვას გაუჩნდა.მათივე ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 25-30 კვ.მეტრი ფართობი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია დროულად მოხდა. ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.