თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანიის "შენი სიცოცხლე შენს ხელშია" ფარგლებში ლისის ტბის ტერიტორიაზე "ვარდისფერი მარათონი" გაიმართა. აღნიშნული კამპანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს, "ევროპა დონა საქართელო"-სა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობით მიმდინარებს და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
კამპანია, რომელშიც ჩართული არიან საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, მიზანია ხელი შეუწყოს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციას, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, მათი გავრცელების შეზღუდვას, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დროულ დაწყებას.