დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, წესს დაემატა შესაბამისი მუხლი, რომლითაც ტაქსის ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი - სახურავი შუშისაა.
ამასთან, მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილი პირი შეეძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახითა და ფორმით განახორციელოს შემოწმება. ამასთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.