თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები ადგილოვრივ საპარლამენტო და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ დაიწყონ განხილვები აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვისა და მათი რეკლამირების აკრძალვასთან დაკავშირებით. საკრებულოს დეპუტატების თქმით, აზართულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული ადამაინების დახმარების მიზნით აუცილებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი უწყება, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს.შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების წინააღმდეგ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება სახელწოდებით „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“.