სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს აივნებიდან დროშები გადმოფინეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ეროვნული დროშის დღე სრულიად საქართველოს მიულოცა. მან თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა უსურვა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.