ბიზნესთან კავშირში მხილებული თბილისის საკრებულოს ათი თანამდებობის პირი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, წილების საკუთრება დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს, გიორგი ტყემალაძეს, გიორგი ახვლედიანს, გიორგი მუსხელიშვილს, ლია ჯახველაძეს და გულიკო ზუმბაძეს არ აქვს. წილის საკუთრების არასწორი დეკლარირების ნაწილში კი ვლადიმერ ძნელაძე და ლევან დარახველიძე მოხვდნენ. კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე, ლევან დარახველიძე და ლია ჯახველაძე.