17:00
14 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი ონლაინ მაღაზია ექნება
24-01-2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი ონლაინ მაღაზია ექნება. www.tsustore.ge -ზე წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები უნივერსიტეტის ბრენდირებით. ონლაინ მაღაზიით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე კურსდამთავრებულებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესბულ პირს.  ნივთები მუდმივად განახლდება, უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

 პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და "თი ბი სი"  ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების დაგეგმვის გარდა, უნივერსიტეტის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები