თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტებმა აქცია -პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებს ხელში სამართალდამცველების სურათები ეჭირათ, წარწერით: „ზონდერი".
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შს სამინისტროსთან დააკავეს, როდესაც მოძრაობა „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი მუმლაძისთვის თავისუფლების აღკვეთას აპროტესტებდნენ.