თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - აღნიშნული წარწერით ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს ბანერები აქვთ მოტანილი.