თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოში დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. დღევანდელ წიმასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე საკუთარ მტკიცებულებება წარადგენს, სამართლო კი მათი დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს. დაკავებულების ადვოკატის, გიორგი როსტომაშვილის განცხადებით, წარდგენილ მტკიცებულებებზე არცერთის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა.