თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მელაძე ჩვენებას ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს. მან საგამოძებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
როგორც მელაძე აცხადებს, საგამოძიებო უწყების მთავარი მიზანია გაარკვიონ ვინ მარის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა ჟურნალისტური გამოძიება.
შეგახსენებთ, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.
ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.