თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. წინა სასამართლო პროცესზე 9 ექსპერტი დაიკითხა.ამასთან, 23 დეკემბერს პროცესზე, საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მიხეილ კალანდიას ადვოკატის შუამდგომლობა სხდომის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით.ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.