თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმაჯელებენ.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ არაერთი შუამდგომლობა აქვთ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
პროკურის განმარტებით, ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს, რომელიც ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებია, სადაც მელაშვილი პროკურორის თქმითვე, ჩადენილ ქმედებას ფატქობრივად აღიარებს.
მელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მას და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულოებად სცნობს, რადგან კარტოგრაფის განმარტებით, მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და დაცვის მხარეს პროკურატურის მიერ პუნქტობრივად წაყენებულ ყველა ბრალდებაზე პასუხი აქვს.