თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი დღეს განახლდება. მხარეებმა 13 ნაფიცმსაჯულიდან 3 უკვე შეარჩია.
საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა თავისუფლების აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებულებიდან სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს.
როგორც არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძემ აცხადებს ძირითადი ფაქტორი რის გამოც ბრალდებულებმა ნაფიცმსაჯულების სასამართლო ამოარჩიეს არის ის, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს და გადაწყვიტეს საზოგადოებას ანდონ საკუთარი საქმე.