თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოსი გიგი უგულავას პროცესი იმართება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეში დაზარალებულად ცნობილ ძიუდოისტს, ბადრი გავაშელიშვილს კითხავენ.
გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, საინტერესოა ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტისგან გაიგონ, თუ როგორ მოერია მას გიგი უგულავა და იქნება კითხვები, თუ რატომ გადაწყვიტა გავაშელიშვილმა, რომ „გიგი უგულავასთვის აეროპორტში ჩასაფრება მოეწყო“.
შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.