თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებიან პარტიის პოლიტიკური ლიდერები და ორგანიზაცია "მიშას სექტორის" წევრები, რომლებმაც ბანერი "თავისუფლება მიშას" გაშალეს.
ადგილზე შეკრებილებს ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ. როგორც "მიშას სექტორის" წარმომადგენელმა ლევან მერებაშვილმა აღნიშნა, აქციის ორი მთავარი მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.