თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსპიკერის ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, სასამართლოს შენობაში მუდმივად ტარდება სადენზიფენქციო სამუშაოები და შესაბამისად ვიზიტორთა უსაფრთხოება დაცულია.
სასამართლოს სპიკემა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელ და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. იაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გარდა გადაუდებელი საჭიროებისა თავი შეიკავონ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიზიტებისგან.
რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, იაშვილის ინფორმაციით თავად მოსამართლეები გადაწყვეტენ შეიზღუდება თუ არა სასამართლო პროცისას დამსწრეთა რაოდენობა.