თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, შაბათ-კვირისა და საღამოს 18:00-დან 20:00 საათამდე ე.წ. გახანგრძლივებული სერვისის დანერგვა, დღის წესრიგიდან მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ "პალიტრანიუსს" თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, სერვისის დანერგვაზე უარი გამოკითხული მშობლების უმრავლესობამ განაცხადა.