კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის საერთაშოროსო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სასტუმროში 120-დან 165-ნომრამდე განთავსდება. მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და წელიწადნახევარში დასრულდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით 10 მილიონი დოლარია.