თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალში ჩასხდომის ხიდების მონტაჟი დაიწყო. ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ერთდროულად ორ ავიახომალდს მოემსახურება. ხიდი ორ გასასვლელიანი იქნება და თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია. ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური სისტემებით, ინფრაწითელი სენსორებითა და დამატებითი სახანძრო გასასვლელით.
ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში, 5 ჩასხდომის ხიდი ექნება.