თბილისის საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით 27 მაისიდან ახალი კომპანია "მზიური" მოამარაგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. ამასთან, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია "მზიური" მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს.