თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონში მდებარე N102 საბავშვო ბაგა-ბაღში გაეცნო. სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის პირობებში ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ, 2020 წლის მარტიდან თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება. ნობათების გაცემა საბავშვო ბაღებში კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.