თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს - Palitra News

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტებით ახალი კომპანია მოამარაგებს

2019-05-24 19:16:58+04:00

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს. როგორც „პალიტრა ნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება. ბაღების სააგენტოს მტკიცებით, კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე.