თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში ჩვენებას მოწმე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ლუკა კალანდია აძლევს. მას დაცვის მხარე კითხავს. პროკურორი აცხადებს, რომ ყველა მოწმის პოზიცია, რომლებიც ამ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას დაიკითხნენ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ძირითადი სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც ჟურნალისტებს თორნიკე ნადირაძემ განუცხადა კალანდიამ ჩვენება არა მირზა სუბელიანის გავლენით შეცვალა, როგორც ამას დაცვის მხარე აცხადებს, არამედ მერაბ მორჩაძის ზეწოლის შედეგად. ადვოკატების განცხადებით კი, ყველანაირი იმედი, რომ კალანდიები ამ საქმეზე სიმართლეს იტყვიან, ამოწურულია.