თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან. პარტია ევროპული საქართველო ჩინჩალაძის დანიშვნას პოლიტიზირებულად აფასებენ და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ოპოზიციის მოსაზრებას უმრავლესობაში არ ეთანხმებიან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 1 წევრი წავიდა.